Instagram’s Reels: TikTok-ის ახალი კონკურენტი

Facebook-მა ახალი ჩანართი Instagram’s Reels დააანონსა, რომელიც TikTok-ის პირდაპირი კონკურენტია. კომპანიის განცხადებით, ის ხელმისაწვდომი აშშ-ს მოსახლეობისთვის აგვისტოს დასაწყისში გახდება.

Instagram’s Reels განთავსებული იქნება აპლიკაციის Stories-ს განყოფილებაში და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გადაიღონ მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ვიდეოები – ანუ ზუსტად ის, რასაც TikTok გვთავაზობს. განსხვავება მხოლოდ ვიდეოს ხანგრძლივობაშია. Reels მოგცემთ საშუალებას გადაიღოთ მხოლოდ 15 წამიანი ვიდეოები, TikTok-ზე კი ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 60 წამია.

Facebook-მა ახალი ინსტრუმენტი, ბრაზილიაში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამოსცადა. 2020 წლის ივლისში ის ინდოეთში ოფიციალურად ჩაეშვა, ხოლო აშშ-ში დებიუტი აგვისტოში ექნება.