კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, გაყიდვების მკვეთრი ვარდნის გამო, ZARA-ს მფლობელებმა ბრენდის 3,785 მაღაზია დახურეს. როგორც ცნობილია, მარტის პირველ ორ კვირაში ქსელის გაყიდვები 25%-ით შემცირდა.
ესპანური ჯგუფი Inditex, რომელიც ZARA-სთან ერთად ფლობს Bershka-სა და Pull & Bear-ის მაღაზიათა ქსელებს, კორონავირუსის უარყოფითი ზემოქმედების გამო იძულებული გახდა მაღაზიები 39 ქვეყანაში დროებით დაეხურა. Inditex ჯგუფის მაღაზიების მუშაობა ესპანეთში შაბათს შეწყდა მთავრობის საგანგებო ბრძანების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ კომპანია მუშაობას აგრძელებს ჩინეთში ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების დაცვით.
„Covid-19-ის გლობალური გავრცელების პირობებში, ჯგუფი ცდილობს სამუშაო პროცესში დანერგოს პროცედურები, რომლებიც ხელს შეუძლის ვირუსის გავრცელებას, მათ შორის მაღაზიების დახურვა შესაბამის რეგიონებში. ამ მხრივ ჩვენ ვაპირებთ სრულად ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის ორგანიზაციებთან.“ – ნათქვამია Inditex ჯგუფის განცხადებაში.