კომპანია ZARA-ს მფლობელი მსოფლიოს მასშტაბით 1,200-მდე მაღაზიას ხურავს

ZARA-ს მფლობელი კომპანია ,,ინდიტექსი“ დაახლოებით 1,200 მაღაზიას დახურავს. სავარაუდოდ, ეს სიახლე ევროპასა და აზიაში მდებარე ობიექტებს შეეხება. ჰოლდინგი ონლაინ საცალო ვაჭრობის გაზრდას ცდილობს, რადგან კორონავირუსმა მათი გაყიდვები 44%-ით შეამცირა. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, ზარალი თებერვალი-აპრილის პერიოდში 409 მილიონ ევროს შეადგენდა.

ახალი გეგმით კომპანია ონლაინ-გაყიდვებს გაზრდასა და დიდ ობიექტებზე ფოკუსირდება. იგეგმება 450-მდე ახალი მაღაზიის გახსნაც. თუმცა, რეორგანიზაციის შემდეგ მათი საერთო რაოდენობა 7,412-დან 6,700–6, 900-მდე შემცირდება.

,,ინდიტექსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ZARA-ს გარდა, ის დამატებით შვიდ ქსელს ფლობს, რომელთა შორისაა Pull&Bear, Bershka, Massimo Dutti და Stradivarius.