IMF საქართველოს პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად დახმარებას გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამწლიანი გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა აამოქმედა, რომლის ღირებულება 200 მილიონი დოლარის შეადგენს.

IMF-ის მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, ფინანსური დახმარების მიზანი პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირება და მზარდი ეკონომიკური ტრაექტორიის შენარჩუნებაა. ამ მხრივ, სავარაუდოა, რომ ფინანსური დახმარება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და საბიუჯეტო დანახარჯებს ერთგვარად დააბალანსებს.

ამას გარდა, გამოყოფილი თანხა სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელებას შეუწობს ხელს და ჯანდაცვის სისტემას მეტად მოქნილს გახდის პანდემიის წინაღმდეგ საბრძოლველად.

განცხადებაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის შესაჩერებლად და სავალუტო კურსის დასასტაბილურებლად მიღებული ზომებიცაა აღნიშნული.

მხარდაჭერის პროგრამა პანდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკური შოკის დასტაბილურებისკენ და ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნების ხელშეწყობისაკენაა მიმართული.