საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-მა არაპროპორციულად იმოქმედა ქალებისა და კაცების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პანდემია და შემოღებული შეზღუდვები ქალებისთვის გაცილებით დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით უმუშევრობის დონე ქალებში, კაცებთან შედარებით, ორი პროცენტით მაღალი აღმოჩნდა.
შესაბამისად, აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც შეამსუბუქებენ პანდემიის უარყოფით ეფექტებს ქალებზე. მაგალითად, რეკომენდირებულია ფოკუსირება მოწყვლადი გუფის შემოსავლის გაზრდაზე, სამუშაოსა და ოჯახის მოვალეობათა დაბალანსების სტიმულირებაზე, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ოჯახის დაგეგმარების გაუმჯობესებაზე და მცირე ბიზნესისა და თვითდასაქმებულთა ხელშეწყობაზე.
ამასთან, პრიორიტეტულია იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომლებიც ქალთა გაძლიერებას უშლის ხელს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერმა ქვეყანამ სწრაფად აითვისა რამდენიმე რეფორმა:
• ავსტრიაში, იტალიაში, პორტუგალიასა და სლოვენიაში ნორმატიულ დონეზე არსებობს ბავშვის (გარკვეულ ასაკამდე) მოვლის გამო ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულების უფლება, ხოლო საფრანგეთში დროებითი შრომისუუნარობის გამო, ანაზღაურება ვრცელდება, ასევე, სკოლების დახურვის შემთხვევაში, თუ ზრუნვისა თუ სამუშაოს ზომების სხვა ალტერნატივები ვერ მოიძებნება.
• ლათინურამერიკელმა ქალთა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს “სამოქმედო კოალიცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის”, რაც ემსახურება ქალების მონაწილეობის გაზრდას პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენაში.
• ტოგოში ახალი მობაილგადარიცხვების პროგრამის მონაწილეთა 65 პროცენტი ქალია. პროგრამა საშუალებას აძლევს არაფორმალურ მუშაკებს გრანტის სახით მიიღონ მინიმალური ხელფასის 30 პროცენტი.
გრძელვადიან პერსპექტივაში, მსგავსი რეგულაციების შექმნა სასურველია გენდერული უთანასწორობის მოსაგვარებლად. განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი ფისკალური პოლიტიკის გატარება, რომელზე რეაგირებაც გენდერული ნიშნით ხდება.
მაგალითად, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადება, ბავშვთა მოვლის სუბსიდირება და მშობლებისთვის შვებულების შეთავაზება.