IMF: 2024 წლისთვის ჩინეთს ამერიკაზე დიდი ეკონომიკა ექნება

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემების თანახმად, 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკის ტოპ 5 ქვეყანაში, მშპ-ის მიხედვით, აზიის 4 ქვეყანა შევა.

1990 წლიდან ჩინეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ხოლო ინდონეზია და ინდოეთი სულ ახლახანს შეუერთდნენ ტოპ 10 უმსხვილესი ეკონომიკის სიას. ნავარაუდებია, რომ 2024 წელს ჩინეთი ამერიკას პირველობას ჩამოართმევს, ინდოეთი მესამე ადგილს დაიკავებს, იაპონია – მეოთხეს, ხოლო ინდონეზია – მეხუთეს.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი აზიაში საშუალო კლასის (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით 10-100$ შემოსავალი დღეში) ზრდაა. Bookings Institution-ის კვლევის თანახმად, 2030 წელს საშუალო კლასის წარმომადგენლების ორი მესამედი აზიელები იქნებიან. ამასთან, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაში ინდონეზია, ფილიპინები და მალაიზია მნიშვნელოვნად  გაზრდიან სამუშაო ძალას, რაც, თავის მხრივ, განკარგვადი შემოსავლების ზრდის წყარო იქნება.

მოსალოდნელია, რომ აზიის მულტინაციონალური კომპანიები, როგორებიცაა ჩინური „Huawei“ და ინდური „Tata“, დროთა განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მოწინავე პოზიციებს დაიკავებენ. აღსანიშნავია, რომ აზიის სწრაფ აღმავლობას თავისი პრობლემებიც ახლავს თან, კერძოდ, რურალური და ურბანული მოსახლეობის შემოსავლებს შორის სხვაობა რადიკალურად იზრდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკოლოგიურ პრობლემებსა და მმართველი ორგანოების გამოწვევებზე.