სოციალური ქსელის პლატფორმა Instagram მომხმარებლებს ფინანსური რესურსის მოზიდვის ახალ გზას სთავაზობს. ტექნოლოგიური კომპანიის განცხადებით, 18 წელს მიღწეულ თითოეულ ადამიანს ამიერიდან შესაძლებლობა ექნება საკუთარ პროფილში Fundraiser ფუნქცია გაააქტიუროს და ამ გზით სასურველი ოდენობის თანხა მოიძიოს. ფინანსური რესურსის მოზიდვის მოტივი კი ნებისმიერი შეიძლება იყოს – სოციალური პროექტები, სამედიცინო საჭიროებები თუ სხვა პირადი მიზნები.
ფუნქციის დამატებას საკუთარ პროფილზე პარამეტრების განყოფილებიდან შეძლებთ. Fundraiser თქვენს პირად გვერდზე 30 დღის განმავლობაში იქნება განთავსებული, სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ მისი მოქმედების ვადა გაახანგრძლივოთ.
თავდაპირველად ახალი ფუნქცია Fundraiser ხელმისაწვდომი იქნება შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში.