22 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა, იგა შვიონტეკმა „როლან გაროსის“ ტურნირი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მან საფრანგეთის ღია პირველობაზე ფინალური გამარჯვება გასულ წელსაც მოიპოვა.

შვიონტეკმა ფინალურ დაპირისპირებაში ჩეხ კაროლინა მუხოვას სძლია. იგამ მეტოქე სამ სეტში, ანგარიშით 6:2, 5:7, 6:4 დაამარცხა.
ეს იგა შვიონტეკის მიერ კარიერაში მოგებული რიგით მეოთხე „დიდი სლემის“ ტურნირია. აქედან, საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვება სამჯერ, 2020, 2022 და 2023 წლებში აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, იგამ გასულ წელს აშშ-ის ღია პირველობაც მოიგო.
ცნობისთვის, პოლონელ ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხის სახით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარი აქვს მოგებული.