იმ ადამიანებისათვის, რომელთაც COVID-19-ის გამო სახლში გამოკეტილებს სამუშაო გარემო მოენატრათ, ახალი პლატფორმა – “I MISS THE OFFICE” შეიქმნა. Kids Creative Agency-იმ დაამზადა ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ინტერნეტმომხმარებლებს ოფისში ყველაზე მეტად გავრცელებული ხმების გაცოცხლება შეუძლიათ.
საიტზე ჩაწერილია საოფისე გარემოსთვის დამახასიათებელი ხმაური, რომელიც ნორმალურ პირობებში სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია – ტელეფონის ზარი, შორეული საუბარი, გაურკვეველი ზუზუნი, კლავიატურაზე აკრეფის ხმა და ა.შ.
მომხმარებელს არჩევანი აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი ხმის გაგონება სურს ყველაზე მეტად ან ვებგვერდს მისცეს საშუალება, შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა სრულიად უფასოა და მისი გამოყენება, ზედმეტი პროცედურების გავლის გარეშე, ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია.