დაპირისპირება სამეცნიერო წრეში ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობასთან დაკავშრიებით

Image: NARINDER NANU/AFP via Getty Images

პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინმა, რომელიც მალარიის წინააღმდეგ სამკურნალოდ გამოიყენება, სამეცნიერო წრეში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი გამოყენება COVID-19-ის პრევენციისა და სამკურნალოდაცაა შესაძლებელი, ნაწილი კი მისი მოხმარების დამღუპველ შედეგებზე საუბრობს.

5 ივნისს გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებმა პრესრელიზში უმსხვილესი კვლევის შედეგები გამოაცხადეს. ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობისას 1542 ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა ჯგუფში 28 დღის შემდეგ 25,7% გარდაიცვალა. მონაცემი განსხვავებული იყო მეორე ჯგუფის პაციენტებში, რომელთაც სტანდარტულად მკურნალობდნენ – 3132 პაციენტიდან გარდაიცვალა 23.5 %. თუმცა მოცემული კვლევა ეჭვს იწვევს, რადგან ორივე ჯგუფში გარდაცვლილია ყოველი მეოთხე პაციენტი.

მეცნიერებმა ასევე ჩაატარეს ცდა ჰიდროქსიქლოროქინის, როგორც პრევენციის საშუალების, გამოსაყენებლად. 821 ადამიანს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულებთან 10 წუთის მანძილზე დამცავი საშუალებების გარეშე, ფოსტით გაეგზავნა პლაცებო ან ჰიდროქსიქლოროქინი. კვლევამ აჩვენა, რომ დაინფიცირდა პრეპარატმიღებულ ადამიანთა 12%, ხოლო 14 პროცენტი დაინფიცირდა პლაცებოს მიღების შემთხვევაში.

ასეთმა არაერთგვაროვანმა კველვებმა დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ 96,000 პაციენტი მსოფლიოში ფიქრობს, რომ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება ნებისმიერ ფორმებსა თუ პრეპარატთან ნარევში სიკვდილიანობის რისკს ზრდის. შედეგად, მრავალმა მარეგულირებელმა სააგენტომ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა მოითხოვა.