უახლესი კვლევების მიხედვით, ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei სმარტფონების ბაზარზე გაყიდვებით პირველ ადგილზეა. Huawei-ს გაყიდვებმა გადააჭარბა Samsung-ს, მის ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტს და აქამდე ბაზრის უპირობო ლიდერს.
მიმდინარე წლის აპრილსა და ივნისს შორის პერიოდში Huawei-მ 55,8 მილიონი სმარტფონი გაყიდა, ამავე ვადაში კი Samsung-ის მაჩვენებელი 53,7 მილიონს არ აღემატება“
მკვლევარების განცხადებით, Huawei-ს მიერ ბაზრის დაპყრობა Covid-19-ის გამოჩენასთან არის დაკავშირებული. კომპანიამ ისარგებლა ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობით და სმარტფონების 70% ადგილობრივ ბაზარზე გაყიდა. Samsung-ის წილი კი ამასთან შედარებით უმნიშვნელოა.