დიდი ბრიტანეთი 5G თაობის მობილურ ქსელებში Huawei-ის გამოყენებას კრძალავს

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფო 5G თაობის მობილურ ქსელებში Huawei-ის გამოყენებას კრძალავს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან Huawei-ის რომელიმე კომპონენტის გამოყენებას 5G ქსელში ვერცერთი ოპერატორი ვეღარ შეძლებს, ხოლო უკვე გამოყენებული აღჭურვილობის ამოღების ვალდებულება კომპანიებს 2027 წლამდე დაევალათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის ერთგვარი გამარჯვებაა. ვინაიდან, აშშ-მა მის მოკავშირეებს კორონავირუსის პანდემიამდეც არაერთხელ მოუწოდა, Huawei-ის ტექნოლოგიებით არ ესარგებლათ. მათი მტკიცებით, კომპანია საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

”Huawei-ის წინააღმდეგ პროტესტის ახალი ტალღა სწრაფად გაიზრდება, რადგან მთელს მსოფლიოში მოქალაქეები ჩინეთის კომუნისტური პარტიის სათვალთვალო მდგომარეობის საფრთხის წინაშე იღვიძებენ,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.
“ბლუმბერგის” ცნობით, აღნიშნული აკრძალვა ბრიტანულ ოპერატორებს, დაახლოებით, 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ. გარდა ამისა, პროცესი 5G ქსელის ჩაშვებას 2-3 წლით გადაავადებს.

Huawei ყველა ბრალდებას უარყოფს.