HSBC აქვეყნებს ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია კორონავირუსის პანდემიის გავლენა კლიმატის ცვლილებებზე.
კორონავირუსმა არამხოლოდ ეკონომიკასა და ბიზნესზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა სფეროზე იქონია გავლენა. ინვესტორები დიდი სიფრთხილით აკვირდებიან გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით კრიტერიუმებს (ESG), რაც გულისხმობს, რომ უფრო ხშირად იყენებენ არაფინანსურ ფაქტორებს, მატერიალური რისკებისა და ფინანსური ზრდის შესაძლებლობების დასადგენად. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს, კლიმატთან დაკავშირებული მოვლენები დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ. „ევროპული მწვანე გარიგება“ ერთ-ერთია საერთო გეგმებიდან, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. გეგმა ითვალისწინებს გარემოს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებას. კორონავირუსის პირობებში, ნავთობისა და გაზის მრეწველობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ინვესტორები ცდილობენ, რომ შეამცირონ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ინტენსივობა, რომელსაც გაზისა და ნავთობმომპოვებელი მექანიზმები გამოყოფენ.
საფრთხის წინაშეა სასარგებლო წიაღისეული, რომელიც მნიშნელოვან როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკაში. რეგიონი დაუცველია კლიმატის ფიზიკური ცვლილებებისგან, იქნება ეს გვალვა თუ წყალდიდობა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სახელმწიფოების უმრავლესობა ენერგიის ახალ წყაროებს ეძებს. აბუ-დაბიში და საუდის არაბეთში შენდება ენერგო ქალაქები, რომელიც ფინანსური სექტორისთვისაც დიდი მნიშვნელობისაა. კორონავირუსის ფონზე შესამჩნევი იყო პლასტმასის დაბინძურების ზრდა. მეორე მხრივ, ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურება შემცირდა, ვინაიდან მოსახლეობა საკარანტინო რეჟიმში იყო. სამუშაომდე მისასვლელად კი, ველოსიპედებისა და ელექტრონული ტრანსპორტის გამოყენება დაიწყეს.
პოლიტიკოსების ყურადღება მიმართულია მხოლოდ პანდემიის დამარცხებაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ ბიომრავალფეროვნების საკითხი უკანა პლანზე გადაიწევს, ვინაიდან ეკოსისტემის გამრავალფეროვნება მოითხოვს ფინანსურ კაპიტალს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალბადის, როგორც ახალი ენერგიის წყაროსადმი ინტერესი პანდემიის დროს გაიზარდა. წყალბადს შეუძლია შეასრულოს მნიშვენელოვანი როლი ამ კუთხით.