თიბისი უკვე 30 წელია, საქართველოს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ამინდს ქმნის. კომპანია დღეს 8000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
როგორია თიბისი, როგორც დამსაქმებელი? — ეს უფრო მეტად გარე დამკვირვებლის თვალით უნდა შეფასდეს, თუმცა არსებობს რამდენიმე ობიექტური საზომი, რის მიხედვითაც ორგანიზაცია საუკეთესო დამსაქმებლებს შორის ხვდება.
იყო კარგი დამსაქმებელი, ნიშნავს, აკმაყოფილებდე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კრიტერიუმს — პირველ რიგში ეს თანამშრომლებისთვის შემუშავებულ ფინანსურ და არაფინანსურ პაკეტებს მოიცავს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანია გუნდის წევრებს, რამდენად დაცულები არიან და როგორ ზრუნავს ორგანიზაცია მათ კეთილდღეობაზე.
თიბისი თანამშრომლების განვითარებისთვის მრავალ მიმართულებას უძღვება. გუნდის წევრებს აქვთ როგორც სახელფასო, ისე არასახელფასო ბენეფიტები, რაც მოიცავს თანამშრომელთა ფონდს, ჯანმრთელობის დაცვას, საგანმანათლებლო პროგ რამებს, სტარტაპ -დეკრეტს, ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს და მრავალ სხვა ნიუანსს.
წლების განმავლობაში თიბისი დიდ ორგანიზაციად იქცა, შესაბამისად, აქ თანამშრომლებს კარიერული განვითარებისთვის ბევრი შესაძლებლობა ეძლევათ. გუნდის წევრებს შეუძლიათ დაწინაურდნენ, გადავიდნენ სხვა შვილობილ კომპანიაში და, რაც მთავარია, ნებისმიერ დროს იზრუნონ კომპეტენციის ამაღლებაზე. ამ კუთხით ჩვენ რამდენიმე პროექტს ვავითარებთ.
საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენთვის ერთ -ერთი ყველაზე საამაყო პროექტი თიბისის IT აკადემიაა, სადაც ჩვენს თანამშრომლებს სრულიად უსასყიდლოდ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაეუფლონ ყველაზე თანამედროვე, მაღალანაზღაურებად, კონკურენტუნარიან სპეციალობებს, შემდგომ კი ამ მიმართულებით განაგრძონ კარიერა თიბისიში.
ჩვენ, ასევე, საერთაშორისო ტრენინგ -სააგენტოსთან ერთად შევქმენით ლიდერობის აკადემია, რომელიც მენეჯერული რგოლის თანამშრომლების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
თიბისიმ ორი წლის წინ ეჯაილ -ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო, რაც კიდევ ერთი ბენეფიტია თანამშრომლებისთვის. ეჯაილში მუშაობა უნიკალური ცოდნის მიღების შესაძლებლობას იძლევა. თანამშრომლები ამ სისტემაში სრულიად ახალ კომპეტენციებს ეუფლებიან — ხდებიან ეჯაილ ქოუჩები, სქრამ-მასტერები, პროდაქტ-ოუნერები — ისეთი სპეციალისტები, როგორებიც სხვა ორგანიზაციებს შესაძლოა, ჯერ არ ჰყავდეთ.
თიბისისთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, მნიშვნელოვანია უნარები. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, მონდომებულ, მიზანდასახულ, ცნობისმოყვარე ადამიანებს. თანამედროვე დასაქმების ბაზარს ახლა სწორედ ეს სჭირდება. ამასთან, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ტექნოლოგიური უნარ ჩვევებიც. თიბისისთვის, ისევე როგორც სხვა დიდი ორგანიზაციებისთვის, მიმზიდველია ადამიანები, რომლებიც ტექნოლოგიური ცოდნითა და უნარებით არიან აღჭურვილნი.
დაბოლოს, ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს გამორჩეული გუნდი. თიბისელები არიან გამარჯვებულები. ისინი ყოველთვის ასრულებენ თავიანთ დანაპირებს, არ ეშინიათ შეცდომების დაშვების და, რაც მთავარია, მუდამ ახლის ძიებაში არიან.