ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალია და ნებისმიერი ბიზნესის განვითარების ტენდენციაც ამას ადასტურებს. ბიზნესის გაციფრულების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება HRM-მიმართულების გაციფრულებას, რადგან კომპანიაში ციფრული ტრანფორმაციის პროცესი სწორედ ორგანიზაციული კულტურის ცვლილებით იწყება. ამ მოთხოვნების საპასუხოდ, ორი წლის წინ შეიქმნა Self. სელფის HRM-პლატფორმა, რომელმაც ბიზნეს-პროცესების გაციფრულება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. განვითარების უნიკალური სტრატეგიითა და ინოვაციური შეთავაზებებით, სტარტაპმა საკუთარი ქვეყნის ბაზრის ძალიან დიდი წილი ძალიან მოკლე დროში აითვისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასაც გეგმავს.
HR-ის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ბაზრის ტენდენციებსა და არსებულ შესაძლებლობებზე Self. სელფის პლატფორმის თანადამფუძნებელი ნინო ფეიქრიშვილი გვესაუბრება.
რა არის SELF . სელფი?
Self. სელფი HRM-ის ელექტრონული სისტემაა. ის ქართული, მულტიფუნქციური, თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებული, მუდმივად განვითარებადი და განახლებადი, მარტივი და, რაც მთავარია, ყველასათვის ხელმისაწვდომი ციფრული პლატფორმაა. პლატფორმა სრულად აციფრულებს HRM-ოპერაციებს და რადიკალურად ამარტივებს როგორც კომპანიის თანამშრომლების ყოველდღიურობას, ისე HR-მენეჯერის საქმიანობას და მას რუტინული პროცესებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს.
რა არის ის ძირითადი ფუნქციონალი, რომლის საშუალებითაც SELF . სელფიმ ბაზარზე ტრენდების რადიკალურად შეცვლა მოახერხა?
ჩვენი პლატფორმის საშუალებით, კომპანიაში სრულად ციფრულდება HRM-ოპერაციები: ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა შიდა დოკუმენტის გენერირება და თანამშრომელთათვის გაცნობა, Payroll-ხელფასებისა და ბენეფიტების მართვა, ნამუშევარი დროის აღრიცხვა, თანამშრომლებთან შიდა კომუნიკაცია, შვებულებები, ბიულეტენები, მივლინებები და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, აპლიკაციის საშუალებით ყველა ამ ფუნქციას თანამშრომელი სელფ-სერვისით იყენებს.
სისტემა აგროვებს ძალიან დიდ მონაცემებს, ამუშავებს და რეპორტების სახით აწვდის მენეჯმენტს, რითაც მათ ანალიტიკაზე დაფუძნებული ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
სელფის სისტემის დახმარებით, კომპანიაში HR-პროცესები იმართება განსაკუთრებული სიზუსტით, შეფერხებებისა და დამატებითი დროის კარგვის გარეშე. გამართული სამუშაო პროცესები კი HR-მენეჯერს საშუალებას აძლევს, დრო აღარ დაკარგოს რუტინულ საქმიანობაზე, მეტი დრო დაუთმოს განვითარებას, კრეატიულ პროექტებს, თანამშრომლებზე ზრუნვას, რაც მათი კმაყოფილების აუცილებელი პირობაა.
ჩვენი მთავარი უპირატესობა პროგრამისა და მისი ფუნქციონალის სიმარტივე, სისწრაფე და, რა თქმა უნდა, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტია.
Self . სელფის პლატფორმა მუდმივად განახლებადია. მასში სისტემატურად ინტეგრირდება გლობალური ბაზრის სიახლეები და ტენდენციები. აღნიშნული სიახლეები პარტნიორების სისტემაში მყისიერად, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე აისახება.
ბაზარზე გამოჩენიდან ორი წლის შემდეგ Self . სელფის 400-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს.
მოგვიყევით გამოწვევებზე, რომლებსაც ამ პროცესში გაუმკლავდით.
Self . სელფი ბაზარზე 2021 წლის მარტში გამოჩნდა და დღეს ჩვენი პლატფორმით 400-მდე ორგანიზაციის 60 000-მდე თანამშრომელი სარგებლობს. პარტნიორი კომპანიების რიცხვი ყოველთვიურად იზრდება, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვიჩენს და კიდევ უფრო სწრაფ განვითარებაზე ვხდებით ორიენტირებული.
ვფიქრობთ, ამ ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ ბაზარზე, ციფრული ტრანსფორმაციისა და ზოგადად ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში. ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ჩვენი გუნდი მზად იყო იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც განვითარების გზაზე შეგვხვდებოდა. სწორედ მზადყოფნა და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება დაგვეხმარა სწრაფად ზრდასა და განვითარებაში.
დღეს დიდია მოთხოვნა ქლაუდ-სისტემებზე, რომლებიც კომპანიებს პირველადი ინვესტიციის გარეშე, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ, სხვადასხვა პროგრამულ გადაწყვეტილებაზე აძლევენ წვდომას. ასეთია Self. სელფის პლატფორმაც, რომელიც მომხმარებელს პროგრამულ უზრუნველყოფას ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის პრინციპით სთავაზობს.
შედეგად, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს არ უწევთ პირველადი ინვესტიციის განხორციელება ციფრული პროდუქტის შესაძენად. თანამშრომლობის დაწყებისთანავე ისინი იღებენ მზა, გამოცდილ, პრაქტიკულ, სწრაფ და მარტივ პროგრამულ უზრუნველყოფას საკუთარ კომპანიაში ბიზნესპროცესების გასაციფრულებლად. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ციფრული პროდუქტის იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და შედეგსაც მოკლე პერიოდში იღებენ.
ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის განმავლობაშიც კომპანიებს, სხვადასხვა სიახლის ასათვისებლად, პერსონალის გადამზადება უწევთ. ეს კი გარკვეულ დროსა და რესურსთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ გამოწვევაზეც თავიდანვე ვიზრუნეთ და პარტნიორ კომპანიებს პერსონალური მენეჯერის მომსახურება შევთავაზეთ. თითოეულ კომპანიას ჰყავს პერსონალური ბიზნესპარტნიორი, რომელიც ორგანიზაციას ციფრული პროდუქტის იმპლემენტაციის პროცესის სრულ მენეჯმენტში ეხმარება.
რა ტიპისა და მასშტაბის კომპანიებისთვისაა SELF . სელფი?
საქმიანობის საწყის ეტაპზე ჩვენი სამიზნე აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა ჩვენ ისეთი პროდუქტის შექმნა შევძელით, რომელიც ყველა ტიპისა და მასშტაბის კომპანიისათვის იქნებოდა სასურველი. ორი წლის მანძილზე Self . სელფი საქართველოს ბაზარზე ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამული გადაწყვეტილება გახდა. მისმა უნიკალურმა ფუნქციონალმა ისეთი მასშტაბური კომპანიებიც კი დააინტერესა, რომლებთან თანამშრომლობასაც საქმიანობის საწყის ეტაპზე ვერც წარმოვიდგენდით.
სელფის პლატფორმას თანაბარი ეფექტიანობით იყენებენ როგორც საქართველოში ყველაზე დიდი დამსაქმებლები (რომელთა დასაქმებულთა რაოდენობა 5000-ს აჭარბებს), ისე სტარტაპები და მცირე ბიზნესი (სადაც 15-20 თანამშრომელია დასაქმებული).
ჩვენი ამბიციაც სწორედ ეს იყო – შეგვექმნა ხელმისაწვდომი პროდუქტი ყველასთვის და ამით ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიური სამუშაო პროცესი გაგვემარტივებინა.
მოგვიყევით SELF . სელფის ორგანიზაციულ კულტურაზე. რა ქმნის მას?
ჩვენი ორგანიზაციული კულტურა რამდენიმე ღირებულებაზე დგას.
პირველ რიგში, ეს არის შედეგზე ორიენტირებულობა – მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვოცნებობთ, საქმეს მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როდესაც მკაფიოდ ვიცით მიზანი და ის, თუ რა შედეგის დადება შეგვიძლია.
მეორე უმნიშვნელოვანესი ღირებულება – პარტნიორებსა და თანამშრომლებზე ზრუნვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევქმნათ ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრების გამარტივებაში დაეხმარებათ.
სელფის მთავარი სიძლიერე კი ადამიანებია – თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ინდივიდუალური შესაძლებლობებით, ცოდნითა და ხედვით. ჩვენი გაერთიანებით კი იქმნება გუნდი, რომლისთვისაც, ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამ გუნდმა, ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული შედეგების ჩვენება შეძლო და კომპანია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სტარტაპად აქცია.
როგორ აპირებს SELF . სელფი განვითარების გაგრძელებას?
ზოგადად, სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში ვართ და ჩვენც ვცდილობთ, ავყვეთ განვითარების რიტმს და ბაზარს მუდმივად სიახლეები შევთავაზოთ. ამ პროცესში ვიკვლევთ, რა სჭირდება ჩვენს მომხმარებელს და ამ მიზნით მათ მუდმივად ვესაუბრებით, მათ რჩევებსა და სურვილებს ვითვალისწინებთ.
საქართველოს ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი ყველაზე მასშტაბური გეგმა საერთაშორისო ბაზარზე გასვლას უკავშირდება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს და წლის ბოლოს უკვე რამდენიმე ქვეყანაში ვიქნებით წარმოდგენილები. ვმუშაობთ გაუჩერებლად და გვაქვს ამბიცია, რომ საერთაშორისო ბაზარზე უფრო მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და შესაძლებლობებით წარვდგეთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, ISO/IEC 27001 სერტიფიცირებისთვის ვემზადებით, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან.