კომპანია ჯეუ გრუპი 14 წელია საგზაო-სამშენებლო საქმიანობას ეწევა. ჩვენი მთავარი ფასეულობა ხარისხია. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ ფეხი ავუბათ თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს – გზა არის ის, რასაც დანიშნულების ადგილამდე მივყავართ, მთავარია იმოძრაო და წინ წახვიდე – ჩვენც ამ პრინციპით ვმოქმედებთ და ვცდილობთ ერთ ადგილზე არ ვიდგეთ, მუდმივად განვვითარდეთ, საქმის კურსში ვიყოთ დარგში მიმდინარე სიახლეების და ვიყოთ ინოვატორი ბაზარზე.
გვჯერა რომ ხარისხი გულით გაკეთებული საქმით მიიღწევა. შესაბამისად, ვაშენებთ სამუშაო გარემოს, სადაც ადამიანი მთავარია. ჩვენი თანამშრომლები არიან ჩვენი ხარისხის გარანტი, მათზე ზრუნვა და მათზე მორგებული სამუშაო გარემოს შექმნა კი ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა. – ჩვენთვის თითოეული თანამშრომლის აზრი მნიშვნელოვანი და მოსმენილია. გვაქვს ე.წ. „თანამშრომლის საათი“, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა კომპანიის დირექტორის კარი, თანამშრომლებისთვის ყოველთვის ღიაა და მათ ყოველთვის შეუძლიათ თავისი ინიციატივის, თუ სატკივარის გაზიარება, არსებობს კიდევ დამატებითი დრო, რომელიც კომპანიის დირექტორს სპეციალურად თანამშრომლების საჭიროებებისთვის აქვს გამოყოფილი. ამ დროს ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია შეხვდეს კომპანიის დირექტორს და გაუზიაროს მას ნებისმიერი პრობლემა, რაც ხელს უშლის პროდუქტიულობის ამაღლებაში.
ყველასთვის ცნობილია, რომ სამშენებლო დარგში საგრძნობი გენდერული დისბალანსია. ქვეყანაში ამის აღმოსაფხვრელად ჩვენ ვცდილობთ წავახალისოთ ქალები, დაინტერესდნენ სამშენებლო პროფესიებით. ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მათ გადამზადებაში. ვთანამშრომლობთ თითქმის ყველა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელთან. ერთ-ერთ საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობის შედეგად სტუდენტების ჯგუფმა სადიპლომო ნამუშევარი ჩვენს მიმდინარე პროექტზე დაწერა, მათგან ერთი დღეს ჯეუ გრუპში აგრძელებს მუშაობას – უმცროსი ინჟინერის თანამდებობაზე, ამ ჯგუფის სხვა წევრები საზღვრებს გარეთ აგრძელებენ ინჟინერიის მიმართულებით მუშაობას და მათთანაც პერიოდულად ვთანამშრომლობთ დისტანციურად, ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია.
ვატარებთ ტრენინგებს, ასევე გვაქვს შეგირდობის პროგრამები, სადაც შესაძლებელია პროფესიის ათვისება და შედეგად ჩვენთან დასაქმება. ჩვენს წამყვან ინჟინრებს გავატარეთ ტრენინგი ტრენერებისთვის, რომ გარდა პროფესიის ცოდნისა, ტრენერის პროფესია და ცოდნის გადაცემის ტექნიკებიც აეთვისებინათ. შედეგად, დღეს გვყავს მაღალკვალიფიციური ტრენერი-ინჟინერები, რომლებიც ხელმძღვანელობენ კომპანიაში შეგირდობის პროგრამას და აკონტროლებენ ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პროცესს. დავამტკიცეთ სპეციალური სასწავლო მასალები, რომლის მიხედვითაც ჩვენი შეგირდები იღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. ჩვენს შეგირდებს აქვთ შესაძლებლობა დააკვირდნენ კომპანიაში არსებული სხვა დეპარტამენტების (მაგ. ბუღალტერია, HR და ა.შ.) მუშაობას, რომ სწავლის პროცესშივე მიხვდნენ კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას, კომპანიაში მიმდინარე ბიზნესპროცესებს.
ძალიან ვამაყობთ ჩვენი ქალი თანამშრომლებით, ასევე ხაზგასასმელი და საამაყოა, რომ საქართველოში ერთადერთი სამშენებლო კომპანია ვართ, რომელსაც ქალი დირექტორი ჰყავს.
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უმთავრესია თითოეული თანამშრომელი სამუშაო პროცესის დროს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს თავს. ამისთვის შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მუდმივად ტარდება თანამშრომლებისთვის ტრენინგები ამ მიმართულებით.
სისტემატიურად ვატარებთ როგორც პროფესიულ ტრენინგებს, ასევე ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე. ისინი სისტემატიურად ესწრებიან ქვეყნის წამყვანი ფსიქოლოგების თუ ქოუჩების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს. გამომდინარე იქიდან, რომ მრავალფეროვანი გარემო გვაქვს გუნდში, ვზრუნავთ თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია იყოს ჯანსაღი, გუნდის ნებისმიერი წევრი თავს გრძნობდეს დაცულად, უსაფრთხოდ და თავისუფლად, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.
ჩვენ ყველას გვაერთიანებს მიზანი, რომელიც ყველასთვის საერთოა და რომლისთვისაც ყველა ერთად, გუნდურად მივდივართ. ვიცით, რომ გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელია. ერთმანეთის პრობლემებსაც ერთად ვუმკლავდებით. საგზაო-სამშენებლო სამუშაოები ხშირად დასახლებული ადგილებიდან შორს მიმდინარეობს და თანამშრომლებს ხშირად უწევთ ოჯახებიდან, სხვა ადამიანებისგან შორს იცხოვრონ დროის გარკვეული პერიოდი, რაც მენტალურად ძალიან რთული შეიძლება აღმოჩნდეს. მოტივაციის ამაღლებას ამ პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს — ამას სხვადასხვა სამოტივაციო აქტივობებით ვახორციელებთ. რეგიონებში სამშენებლო პროექტების მიმდინარეობისას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ეკონომიკურ გაძლიერებას; ახალგაზრდებში სამშენებლო პროფესიების პოპულარიზაცია ასევე ჩვენი მისიის ნაწილს წარმოადგენს. ხელს ვუწყობთ სტუდენტების სტაჟირების და პროფესიული გადამზადების პროგრამებს, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს გუნდში სხვადასხვა ასაკის და გამოცდილების ადამიანის ყოლა, რაც უზრუნველყოფს ცოდნის და გამოცდილების განახლებას გუნდში.
რეკრუტინგის პროცესი სრულიად თავისუფალი გვაქვს დისკრიმინიციისგან, შერჩევა მხოლოდ კვალიფიკაციით ხდება. კომპანიაში დანერგილია თანამშრომელთა შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია დროის კონკრეტულ მონაკვეთში თანამშრომლის პირად მიღწევებზე, სამუშაოს შესრულების ხარისხსა და საქმიანობის შედეგზე. ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ, ჩვენთვის მაინც ყველაზე უმთავრეს მიღწევად რჩება ჩვენი თანამშრომლების ლოიალურობის მაღალი მაჩვენებელი. თითოეული მათგანი ამაყობს ჩვენი გუნდის წევრობით და თითოეულმა თანამშრომელმა იცის, რომ ის ღირებულია და რომ ჩვენ ერთად ვქმნით ჯეუს.