ბათუმში სასტუმრო ჰილტონი დაიკეტა

ქალაქ ბათუმში სასტუმრო ჰილტონი დაიკეტა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. მედიკოსები მეორე ტესტის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დანამდვილებით ვთქვათ, აქვს თუ არა აღნიშნულ პირს ახალი ტიპის კორონავირუსი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე სავარაუდოდ ავსტრიელი პოლოტია, იგი საქართველოში 19 მარტს შემოვიდა. პაატა იმნაძის განცხადებით, ის სასტუმროში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და როგორც კი ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა, ვისაც სასტუმროში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ჰქონდა შეხება, ამჟამად თვითიზოლაციაშია.

განახლება 17:00 – აღნიშნულ პირს კორონავირუსი მეორე ტესტითაც დაუდასტურდა.