HBO Max-მა და Warners Bros-მა, Harry Potter-ის სერიალზე გავრცელებული ჭორები უარყვეს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჭორები, რომ HBO Max ჰარი პოტერის საგაზე სერიალის გადაღებას გეგმავს.  საზოგადოება დიდი ხნის განამვლობაში საუბრობდა პოტერის სერიალზე, მაგრამ უცნობი იყო მსახიობებისა და მწერლების ვინაობა. ასევე, ისიც, თუ დროის რა მონაკვეთში გეგმავდნენ სერიალის გდაღებას.  

მოგვიანებით HBO Max-მა და Warners Bros-მა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს: „არც სტუდიაში და არც სტრიმინგ პლატფორმაზე ჰარი პოტერის სერიალებზე მუშაობა არ მიმდინარეობს.“

ბოლო პერიოდში როულინგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ტრანსგენდერების შესახებ სადავო შეხედულების გამო, რომელიც მან გრძელი მანიფესტით გამოხატა. ვრცელდება ჭორები, რომ სწრედ ეს ფაქტი შეიძლება გახდეს პოტერის სერიალის დაბრუნების მიზეზი. თუ ვინმე სერიალის გადაღებაზე ფარულად მუშაობს, ეს შესაძლოა, იყოს თავად ჰარი პოტერის წიგნების ხელახალი გადაღება, რომელიც 1997 – 2007 წლებში გამოვიდა, ან  8 დიიდ ეკრანიზაციის ადაპტაცია და სხვა.

შეგახსენებთ, ჰარი პოტერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი და წიგნების სერიაა. მსოფლიოში J K Rowling-ის შვიდი წიგნის სერიის 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო რვა  ფილმის სერიამ პოტერის სამყაროს უდიდესი პოპულარობა განაპირობა, რომელმაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.