აშშ-ს საიმიგრაცო სამსახურის რეკომენდაციების თანახმად, საერთაშორისო სტუდენტებს აღარ ექნებათ ქვეყანაში დარჩენის უფლება, თუკი ისინი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მსგავსად, იმგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ, სადაც სექტემბრიდან ონლაინ ტიპის ლექციები გაიმართება. სტუდენტებს რჩებათ არჩევანი, ან სხვა ინსტიტუტში გადავიდნენ სასწავლებლად, რომელიც უზრუნველყოფს ტრადიციული ან ჰიბრიდული ტიპის სწავლებას ან დატოვონ ქვეყანა და თავიანთი დაბრუნების საკითხი ეჭვქვეშ დააყენონ. იმ სტუდენტებს კი, რომლებიც არ დაემორჩილებიან ზემოთ ხსენებულ წესებს, დეპორტაცია ემუქრებათ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზდენტის – ლორენს ბექოუს თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული ნაბიჯი მიზანმიმართულია და ემსახურება მიზანმიმართულ წნეხს უნივერსიტეტებზე, რომ ახალი სასწავლო წელი ტრადიციული ტიპის სწავლებით დაიწყონ. რის გამოც, არ ხდება სტუდენტების, თანამშრომლების და სხვ. ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მხედველობაში მიღებაში.
უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ამასთან, ამბობს, რომ ჰარვარდი, სხვა ბევრი ინსტიტუტს მსგავსად, ცდილობდა მაქსიმალურად შეეთავსებინა ერთმანეთთან აკადემიური სწავლების მაღალი ხარისხი და უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გასათვალისწინებელი ზომები. ასევე, ბექოუს თქმით, ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი სტუდენტების ქვეყანაში დასარჩენად, თანაც ისე, რომ არცერთ მათგანს არ დაემუქროს დეპორტაციის საფრთხე.
„ჩვენი მრავალი საერთაშორისო სტუდენტისათვის, აშშ-სა და ჰარვარდში სწავლება დიდი ხნის ოცნების ასრულებაა. ეს სტუდენტები ჩვენი სტუდენტები არიან და ისინი ჩვენს სასწავლო გარემოს ამდიდრებენ. ჩვენ მათ გვერდით დავდგებით და ვიბრძოლებთ მათთან ერთად.“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.