ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ლოურენს ბეიქოუს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ოფიციალური განცხადება ჰარვარდის უნივერსიტეტმა გაავრცელა.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ გადმოგვედო ვირუსი, თუმცა კარგია, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად არ ვსაქმიანობდით და იმ ადამიანების რიცხვი, ვისთანაც კონტაქტი გვქონდა მცირეა… სტანდარტული პროტოკოლის შესაბამისად, ყველას, ვისაც ამ პერიოდში ჩვენთან გქონდათ კონტაქტი, დაგიკავშირდებიან.“-წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ლოურენს ბეიქოუ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტად 2018 წლის თებერვალში აირჩიეს და საქმიანობას იმავე წლის ივლისში შეუდგა. მისი კარიერის განმავლობაში იგი იკავებდა ტაფტის უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კანცლერის პოზიციებს.