“ჰარი პოტერის” წიგნების სერიის ავტორმა, ჯ.კ. როულინგმა, ქალაქ გლუკესტერში თავისი ბავშვობის სახლი შეიძინა.
2011 წელს გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მწერალმა სახლი, დაახლოებით, 505,000 დოლარად ფარულად იყიდა. სწორედ აქ ცხოვრობდა როულინგი 9-18 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად.
როგორც ცნობილია, გოთიკური სტილის ეს კოტეჯი ჰარი პოტერის ამბის არაერთ ცნობილ ელემენტს ინახავს თავის კედლებში – მაგალითად, თაღოვან ჭერს. ასევე, ადგილს კიბის ქვეშ – ზუსტად ისეთს, როგორშიც ჰარი პოტერი დარსლების ოჯახში ყოფნისას ცხოვრობდა.
კოტეჯის საძინებლის ერთ-ერთ კედელზე მწერლის მიერ დატოვებული კვალიცაა – წარწერა “Joanne Rowling slept here circa 1982”.
თინეიჯერობის ასაკში მწერალი Wyedean School-ში, სედბერში, დადიოდა. როგორც ამბობენ, ჰარი პოტერის პერსონაჟები – პროფესორი სნეიპი და რონ უისლი აღნიშნული სკოლის მასწავლებლებისა და მეგობრების მიხედვით შეიქმნა. ასევე, ქვიდიჩის გუნდი სახელად “The Tutshill Tornadoes”, რომელიც პირველად ნახსენებია წიგნში ,,ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, ითვლება, რომ სწორედ სოფელ სედბერიდანაა შთაგონებული.
ამ კვირაში როულინგის შენაძენი, კოტეჯის განახლების საკითხის გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა – სახლი ისტორიულ შენობებს მიეკუთვნება და მფლობელებს შესასვლელად და სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ნებართვა სჭირდებათ.
Gloucestershire Live-ის მიხედვით, დაახლოებით, 170-წლიანმა ძველმა სახლმა სარემონტო სამუშაოებისთვის ნებართვა 2019 წელს მიიღო.