დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო მდივანს, მეტ ჰენკოკს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰენკოკმა აღნიშნული ინფორმაცია ტვიტერზე გაავრცელა.
ჰენკოკის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში, სახლიდან გააგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონსაც.