საუდის არაბეთში ყოველწლიური პილიგრიმობა, იგივე ჰაჯი, დასრულდა. როგორც წესი, მას 2 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება, თუმცა კორონავირუსის გამო წელს მექა მხოლოდ 1000-ამდე პილიგრიმმა მოინახულა. შეზღუდვების გამო წმინდა ადგილების მოსალოცად ვერ ჩავიდნენ ქვეყნის გარეთ მცხოვრები მუსლიმები.
ხელისუფლების განცხადებით, პილიგრიმები მკაცრად შეირჩნენ. მათ კარანტინის გავლა და უსაფრთხოების სხვა წესების დაცვაც მოუწიათ. სტატისტიკის მიხედვით, საუდის არაბეთში ამდროისთვის კორონავირუსის 278,835 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 278,835 ადამიანი.