აშშ თურქეთს მოუწოდებს, აია-სოფია მეჩეთად არ გადააკეთონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თავის განცხადებაში თურქეთს მოუწოდა, რომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი შეუნარჩუნონ.

განცხადებაში, პომპეომ შეაქო თურქეთის მთავრობა და განაცხადა, რომ აია-სოფიას მუზეუმს ამ დრომდე კარგად უფრთხილდებოდნენ, თუმცა, მისი აზრით, მუზეუმის სტატუსის გადაკეთება ძეგლს კულტურულ ღირებულებას დაუკარგავს.

,,ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, რომ აია-სოფიას შეუნარჩუნდეს მუზეუმის სტატუსი, რათა ის ხელმისაწვდომი დარჩეს ყველასთვის. ამით თურქეთი დაამტკიცებს თურქეთის რესპუბლიკის სარწმუნოებრივი ტრადიციებისა და ისტორიული მრავალფეროვნების პატივისცემას“ – ნათქვამია განცხადებაში.

აია-სოფია დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ტურისტულ სანახაობას წარმოადგენს.

მისი ისტორია 537 წელს ბიზანტიის იმპერიაში დაიწყო. მისი აშენების დღიდან 900 წლის განმავლობაში ის ქრისტიანული სამყაროს მთავარ ტაძრად მიიჩნეოდა. თუმცა 1453 წელს ოსმალებმა ის მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წელს კი ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით აია-სოფიამ მუზეუმის სტატუსი შეიძინა.