თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას გზა გაუხსნა

აია-სოფიას კათედრალი ბიზანტიური ქრისტიანული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშია და ის მეექვსე საუკუნეში აშენდა. დღეს თურქეთის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 80 წლის შემდეგ, აია-სოფია მუზეუმის ნაცვლად კვლავ მეჩეთად გადაკეთდება.

იდეას კონსერვატორ მუსლიმები და ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უჭერენ მხარს. იდეის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ აღნიშნული ნაბიჯი ოტომანთა ისტორიული წარსულის განდიდებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რითიც ძირი ეთხრება იმ ერთსაუკუნოვან ბრძოლას, რომელიც ქვეყანაში სეკულარიზმის მისაღწევად გახდა საჭირო.