2020 წლის იანვარში, ზღვის დონიდან 2200მ სიმაღლეზე, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს სრულიად ახალი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო გუდაური ლოჯი შეემატება. ახალი სასტუმროს ადგილმდებარეობა განსაკუთრებით მიმზიდველია სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის, რადგან ის, პირველი საბაგიროს დასაწყისშია განთავსებული.
Ski-in/Ski-out ტიპის სასტუმრო, ულამაზესი მთის ხედებით, 4 კატეგორიის 121 კომფორტული ოთახისგან შედგება.
გასტრონომიის მოყვარულებს რესტორანი კულინარიუმ ხაშერია უმასპინძლებს. ქართული ტრადიციული გასტრონომიის ახლებური ხედვა, საინტერესო პრეზენტაცია და მყუდრო გარემო საოცარ კულინარიულ გამოცდილებას შეგძენთ. რესტორანს დამატებით ღირებულებას გარე ტერასა მატებს, საიდანაც გუდაურის პანორამული ხედები იშლება. კულინარიუმ ხაშერია სტუმრებს ადგილობრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებულ მრავალფეროვან მენიუს შესთავაზებს. ხაშერიაში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მისი საფირმო კერძი „პიკანტური ხაში“ დააგემოვნოს.
გუდაური ლოჯი დამსვენებლებს სთავაზობს დამატებით სერვისებს: ლაუნჯ ბარი, ღვინის მაღაზია, სპა (მასაჟის ოთახები, აუზი, გარე ჯაკუზი, მშრალი და ორთქლის საუნა), სპორტული დარბაზი. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები. გუდაური ლოჯის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სკი დეპოში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული ტექნიკური სერვისი და ადგილზევე იქირაოს სათხილამურო აღჭურვილობა.
გუდაური ლოჯი ქართული ბრენდის ამბერ ჯგუფის (Amber Group) წევრია. ჯგუფმა კონკრეტული პროექტისთვის 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა და დაასაქმა 140 ადამიანი. ამბერ ჯგუფი სტუმარმასპინძლობის სექტორში სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 6 ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმროს გახსნას გეგმავს. ჯგუფის მთავარი მიზანია ქართული კულინარიის და მეღვინეობის პოპულარიზაციით, მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვა და მათთვის საქართველოში უნიკალური გამოცდილების შექმნა.