Gucci გუჩიოდან მიკელემდე

Photo: Shutterstock

გუჩიო გუჩიმ თავისივე სახელობის მოდის სახლი ექსკლუზიურად ტყავის ნაწარმის დასამზადებლად დაარსა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოდის სახლი ასეთ წარმატებას მიაღწევდა.

Ადრეული წლები

გუჩიო ფლორენციაში, 1881 წლის 26 მარტს, ხელოსან გაბრიელო გუჩის ოჯახში დაიბადა. 18 წლის ასაკში იგი საცხოვრებლად  პარიზში გადავიდა, შემდეგ კი ლონდონში – უკეთესი ცხოვრების საძებნელად. მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ საზოგადოებისთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. Ასევე, უცნობია, კონკრეტულად რამ უბიძგა ახალგაზრდა კაცს ოჯახიდან წამოსვლისკენ. არსებობს ჭორები, რომ ამის მიზეზი მამასთან ჩხუბი იყო, რადგან გუჩიოს ბიზნესის გაგრძელება არ სურდა.

© thefashioncalendar

ინგლისის დედაქალაქში დიზაინერმა სამუშაო დაიწყო ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც შთაგონებული იყო ელეგანტურად ჩაცმული ქალებითა და მამაკაცებით. მას განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა დახვეწილი ჩანთები და ჩემოდნები. გუჩიო მალევე მიხვდა, რომ სტატუსს სწორედ სამოსი განსაზღვრავდა. ცოტა ხნის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა Franzi ჩემოდნის მწარმოებელ კოპანიაში დაიწყო. 1921 წელს, ფლორენციაში, გუჩიმ  Gucci- ს სახელწოდებით თავისი პირველი მცირე ზომის ტყავის ნაწარმის მაღაზია გახსნა. Იქ ყიდდა ჩანთებს, ტყავის აქსესუარებსა და ჩემოდნებს. დიზაინერს არ ჰქონდა შესაძლებლობა, აერჩია უმაღლესი ხარისხის ტყავი, მაგრამ დამუშავებისა და შეღებვის დახმარებით მან მასალა უნიკალური გახადა. დიზაინერი ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდა. ქორწინებიდან ექვსი შვილი შეეძინა – ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, რომელთაგან თითქმის ყველამ მოდის სახლის ისტორიაში თავისი წვლილი შეიტანა.

ბრენდის აყვავება

1938 წელს, დიზაინერმა, შვილის რჩევით, მეორე მაღაზია გახსნა და პირადი ბიზნესი საოჯახო ბიზნესად გადააქცია. ბრენდმა დაიწყო სიმბოლური წითელი, მწვანე და ლურჯი ზოლების გამოყენება, რათა ადამიანებს განესხვავებინათ მათი დიზაინი ბაზრის მწარმოებლების სხვა ნამუშევრებისგან. 1930-იანი წლების შუა პერიოდში, იტალიის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების გამო, ტყავის მიღება გართულდა, რის გამოც გუჩიომ სხვა მასალების გამოყენებაც დაიწყო. ამ დროს დიზაინერმა დაიწყო პრინტების დამზადება, რომლითაც თითქმის ყველა ჩემოდნისა და ჩანთის დაფარვა შეძლო. 1947 წელს ცნობილი ბამბუკის ჩანთაც ანალოგიურ ვითარებაში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, მოდის სახლის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩანთის უნიკალური სახელურების დასამზადებლად იაპონური ბამბუკის გამოყენება შეეძლოთ. Შედეგად Gucci- ს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გაპრიალებული ბამბუკის სახელურები გახდა.

Vogue Russia

1951 წელს გუჩიმ ბუტიკი მილანში გახსნა. 1953 წელს კი Მისმა ვაჟებმა მორიგი ბუტიკი ნიუ-იორკში გახსნეს. ისინი ამერიკის მაღალი მოდის ბაზრის პიონერები იყვნენ. მომხმარებლები მიესალმნენ Gucci-ს ამერიკაში ჩამოსვლას. Ბრენდის ისტორიაში დაიწყო ათწლეული, რომელსაც, შესაძლოა, ოქროს ხანა ვუწოდოთ, თუმცა ნიუ-იორკში გუჩის პირველი ბუტიკის გახსნიდან სულ რაღაც 15 დღის შემდეგ გუჩიო გარდაიცვალა. Ბიზნესის სათავეში კი მისი ხუთი ვაჟი აღმოჩნდა.

Სწორედ დიზაინერის ვაჟმა შექმნა ბრენდის ცნობილი ლოგო – ორი გადაჯაჭვული G – მამის სახელისა და გვარის საპატივცემლოდ.

კომპანიამ განაგრძო ბუტიკების გახსნა ნიუ-იორკში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჰონგ-კონგსა და იაპონიაში. ამასთანავე, მოდის სახლმა დაიწყო აბრეშუმის შარფების, ჰალსტუხების, ტყავის ტანსაცმლის, ბამბუკის სახელურიანი ჩანთებისა და საათების წარმოება. 1960-იან წლებში Gucci-ს ლოგო უკვე ასოცირდებოდა ფუფუნებასთან. მსოფლიოს ყველა ქალს სურდა მოგზაურობა ცნობილი ჩანთებითა და ჩემოდნებით.

Ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ოდრი ჰეპბერნი და ჯეკი კენედი, ბრენდის აქსესუარებისა და ტანსაცმლის ტარება დაიწყეს. იმავე წლებში გამოვიდა აბრეშუმის შარფი ყვავილებიანი პრინტით, რომელიც სპეციალურად გრეის კელისთვის იყო შექმნილი.

© Louis Hollingsbee – PA

1970-იან წლებში ძმებს შორის ხშირი გაუგებრობები ხდებოდა და ოჯახური კონფლიქტების გამო ბრენდმა სტატუსის დაკარგვა დაიწყო. 1980-იანი წლების ბოლოს კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა გუჩიოს შვილიშვილი, მაურიციო. მან აღადგინა მოდის სახლის ცნობილი მემკვიდრეობა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, 1990 წელს ქალთა კოლექციის შესაქმნელად ტომ ფორდი მიიწვიეს. 1900-იანი წლები კომპანიისთვის დიდი დანაკარგების პერიოდი იყო. ამიტომ, უკვე 1993 წელს, მაურიციო გუჩი იძულებული გახდა, თავისი წილი Investcorp-ისთვის მიეყიდა და კომპანია Gucci Group-ის ერთადერთი მფლობელი გახდა.

1994 წელს Dawn Mello გადადგა კრეატიული დირექტორის თანამდებობიდან, რადგან, მისი აზრით, ფართო საზოგადოებამ სათანადოდ არ დააფასა. Ბრენდის Შემდეგი შემოქმედებითი დირექტორი კი ტომ ფორდი გახდა.

© PATRICK HERTZOG

დიზაინერს უყვარდა კლასიკისა და სიახლის კომბინაცია. თავის დიზაინში მან 1970-იანი წლები დააბრუნა. სტილისტ კარინ როიტფელდთან და ფოტოგრაფ მარიო ტესტინოსთან ერთად სულ სხვა საფეხურზე აიყვანა მაღალი მოდის რეკლამაც. 2004 წელს Gucci Pinault Printemps Redoute-მა იყიდა. ტომ ფორდმა მათთან საერთო ენა ვერ გამონახა და გადაწყვიტა, ბრენდი დაეტოვებინა.

Time Magazine

2015 წელს კრეატიული დირექტორის პოსტი ალესანდრო მიკელეს გადაეცა. ალესანდრო გამოირჩევა რთული დიზაინით, იყენებს პოპ კულტურის ელემენტებს, არ უშინდება ექსპერიმენტებს და, მოდის კრიტიკოსების შეფასებით, ბრენდის ისტორიულ გზას ღირსეულად  აგრძელებს.