კომპანია Google ახალ პროექტს Grow With Google აანონსებს, რომელიც სხვადასხვა დარგების მიმართულებით სასერტიფიკატო სასწავლო კურსებს გთავაზობთ. კურსები სამ ძირითადად მიმართულებას მოიცავს: მონაცემთა ანალიზი, პროექტების მართვა და UX დიზაინი.
კურსები შემუშავებულია Google-ის მიერ და წარმოდგენილია ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე Coursera. მიუხედავად იმისა, რომ Coursera უფასო კურსებს არ გვთავაზობს, Google 100 000-ზე მეტ სტიპენდიას გასცემს, რომლის მისაღებად მხოლოდ პლატფორმაზე დარეგისტრირება და განაცხადის შევსება გჭირდებათ.
Google-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კომპანია ასევე უზრუნველყოფს 10 მილიონი დოლარის დაფინანსებას არაკომერციული პროექტებისთვის, რათა ხელი შეუწყონ ციფრული უნარების გაუმჯობესებას ქალების, ვეტერანებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საქმიანობებში.