შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი, აგრძელებს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვით სფეროში ჩართვას.
17 წლის აქტივისტი ამჟამად ახალი ინიციატივით გამოვიდა და გვთავაზობს ყოველკვირეულ ვებინარებს სახელწოდებით – „საუბრები მომავლისთვის“. აღნიშნული პლატფორმა კარანტინის პირობებზე მორგებული საშუალებაა მისი აქტივიზმის გასაგრძელებლად და კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ.
ონლაინ ღონისძიებები 27 მარტიდან დაიწყება და უმასპინძლებს გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, მეცნიერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.
ამასთან, ის აქტიურად მოუწოდებს ახალგაზრდა თაობას, რომ პანდემიის პირობებში მაქსიმალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, დაიცვან სოციალური დისტანცია და ხელი არ შეუწყონ ინფექციის დამატებით გავრცელებას.
წყარო – Forbes