გრეტა გერვინგი პირველი რეჟისორი ქალი გახდა, რომლის ფილმის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა

გრეტა გერვინგის რეჟისორობით გადაღებული „ბარბის“ შემოსავალმა, გლობალური მასშტაბით, $1 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად, პრემიერიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, „ბარბი“ წლის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.

ფოტო: JORDAN STRAUSS/INVISION/AP

„ბარბის“ წყალობით კი გრეტა გერვინგი პირველი რეჟისორი ქალი გახდა, რომლის კინოსურათმაც $1-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. 40 წლის რეჟისორის ფილმის შემოსავალმა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების რეკორდიც მოხსნა სადებიუტო უიკენდზე დაფიქსირებული შემოსავლის მიხედვით.

Box Office Mojo-ს მონაცემებით, „ბარბის“ შემოსავალმა საშინაო სალაროებში – $459 მილიონს, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით კი $572 მილიონს მიაღწია. შეგახსენებთ, მხოლოდ პრემიერის დღეს, 21 ივლისს, კინოსურათმა $70.5 მილიონი გამოიმუშავა და მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა.

ცნობისთვის, „ბარბის“ ბიუჯეტი $145 მილიონია, დამატებით $100 მილიონი კი ფილმის მარკეტინგზე დაიხარჯა.