მაკრონი საფრანგეთის ეკონომიკის „გამწვანებაზე“ €15 მილიარდს დახარჯავს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, €15 მილიარდის დახარჯვას აპირებს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დასაჩქარებლად. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კვირას მწვანეთა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა მოიპოვა საფრანგეთის დიდ ქალაქებში (ლიონში, ბორდოსა და სტრასბურგში).

Photo Credits to Emmanuel Macron/Facebook

ცვლილებისთვის ოფიციალური სახის მისაცემად პრეზიდენტმა რეფერენდუმი მოიწვია, რათა გადაისინჯოს კონსტიტუცია და მასში გაითვალისწინონ ეკოლოგიურად უსაფრთხო პოლიტიკა.

„კლიმატის გამოწვევები ჩვენგან უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს“, განუცხადა მაკრონმა საბჭოს წევრებს ელისეის სასახლეში შეხვედრისას.

პრეზიდენტმა მის მიერ შექმნილი „კლიმატის მოქალაქეთა საბჭოს“ წინადადება მიიღო, რომლის მიზანია საფრანგეთის ეკოლოგიურ დღის წესრიგში ახალი კურსის დაწყება. მაკრონმა საბჭო 2018 წელს შექმნა ანტისამთავრობო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“  პროტესტის საპასუხოდ, რომლებიც თავდაპირველად საწვავის ფასის შემცირებას მოითხოვდნენ, მოგვიანებით კი მათი დემონსტრაცია ფართო მასშტაბის არეულობად გადაიქცა პრეზიდენტის რეფორმების წინააღმდეგ.