კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფოს „სამედიცინო სკოლების საბჭო“ (MSC) უნივერსიტეტებს მოუწოდებს, სამედიცინო სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს კვალიფიკაცია დაჩქარებული წესით მიანიჭონ და, საჭიროების შემთხვევაში, უარი განაცხადონ კლინიკური გამოცდების საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე.
ბრიტანეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე გახდეს შესაძლებელი სტუდენტების ექიმებად დარეგისტრირება და მათი ჩართვა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში.
აღნშნული თხოვნით MSC-მა დიდი ბრიტანეთის 42-ე სამედიცინო სკოლას მიმართა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სკოლებმა არ გადადონ სტუდენეტების კვალიფიცირების პროცესი და ამ გზით ხელი არ შეუშალონ მიმდინარე ზაფხულში მათ ჯანდაცვის სფეროში ჩართვას“
სამედიცინო სკოლების საბჭო იმედოვნებს, რომ ქვეყანაში გამოჩნდება უამრავი სტუდენტი, რომელიც საკუთარი სურვილით მოინდომებს ჯანდაცვის სისტემაში ჩართვას. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი დაფუძნებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტის ინდივიდუალურ სურვილზე. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ თითოეული მათგანი მუშაობდეს საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით – ნათქვამია საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში.