როდის შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენას

ხელისუფლებამ საზოგადოებას ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ნაბიჯები და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების გეგმა წარუდგინა.

საუკეთესო შემთხვევაში, თუკი არ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი, ეკონომიკის გახსნის გეგმა ასე გამოიყურება:

ეკონომიკის გახსნის გეგმა

I ეტაპი – 27 აპრილიდან დასაშვებია:

  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
  • ტაქსების ოპერირება;
  • საბითუმო და საცალო ონლაინ-ვაჭრობა;
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე;
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

II ეტაპი – 11 მაისიდან დასაშვებია (თუკი არ გაუარესდა ეპიდემიოლოგიური სურათი):

  • მშენებლობა;
  • სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • სამშენებლო მასალების წარმოება;
  • ავტო-სამრეცხაოები და ავტო სერვისები (სრულად);
  • კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი;
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

III ეტაპი – 25 მაისიდან დასაშვებია (თუკი ეპიდემიოლოგიური სურათი არ შეიცვლება):

  • საცალო და საბითუმო მაღაზიები, დამოუკიდებელი შესასვლელებით (გარდა სავაჭრო ცენტრებისა);
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
  • ყველა ტიპის წარმოება;
  • საგამომცემლო საქმიანობა.

IV ეტაპი – 8 ივნისიდან დასაშვებია (თუკი ეპიდომიოლოგიური სურათი არ შეიცვლება):

  • სავაჭრო მოლები;
  • ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები;
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

V ეტაპი – 22 ივნისიდან (თუკი არ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი):

  • დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები;
  • ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი.

VI ეტაპი – 6 ივლისიდან (თუკი არ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი):

  • გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
  • სასტუმროები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • ყველა სხვა საქმიანობა.