საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა პრეზიდენტს, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში საგანგებო მგდომარეობის გამოცხადების მოთხოვნით. ქვეყანაში აიკრძალა 10 ადამიანზე მეტი რაოდენობის თავყრილობები. მნიშვნელოვანია, რომ ეს აკრძალვა ეხება ეკლესიაც.
საინტერესოა რა ბედი ელის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვა არ ეხება ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მისი განცხადებით ეს პროექტები ჯერ–ჯერობით შეუფერხებლად გაგრძელდება, თუმცა აქვე დასძინა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.
ამ განცხადებისას, პრემიერმა ასევე დასძინა, რომ მთავრობა ცდილობს იპოვოს ოპტიმალური გამოსავალი ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის, თუმცა პრიორიტეტად მაინც ადამიანების ჯანმრთელობა დაასახელა.