21 მარტიდან საქართველოს სახელმწიფო საჰაერო მიმოსვლას სრულად შეწყვეტს. ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“
აღნიშნული სიახლე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ოფოციალურ ვებგვერდზეც დასტურდება:
„მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, ავიაკომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ რეგულარული რეისების ფრენის განრიგების ცვლილებას, მათ შორის არსებული სიხშირეების შემცირებას და/ან გაუქმებას. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საჰაერო მიმოსვლის შემზღუდავ ზომებს იღებენ სახელმწიფოები და საავიაციო ხელისუფლებები,“