საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დღეს მიმართავს წარდგინებით პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოცხადდეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 1 თვის ვადით.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე თავად პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა საზოგადოებას. პრემიერმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვა შეზღუდვებთან ერთად, ერთ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას ხელი ასევე უნდა მოაწეროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შემდეგ კი ბრძანება დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება,  რომელიც გულისხმობს, რომ კორონავირუსული ეპიდემიის გამო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას და მიზნად ისახავენ ვითარების უსწრაფეს ნორმალიზაციას – ამ დროს შეიძლება შეიზღუდოს რიგი კონსტიტუციური უფლებებიც.

დღეისთვის კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აშშ-ში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (ეპანეთი, ჩეხეთი, ლატვია და ა.შ.) და სხვა.