სოციალური დისტანცირების შედეგები საქართველოში | Google-ის ანგარიში

Google 130 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილებაზე ინფორმაციას აქვეყნებს. ტექნოლოგიური გიგანტი თვლის, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია დაეხმარება სახელმწიფოებს იმის გასაგებად, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მათ მიერ კორონავირუსის ფონზე მიღებული საგანგებო ზომები, რომელთა მთავარი მიზანიც მოქალაქეთა შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა და ინფიცირების პრევენციაა.

გადაადგილების მონაცემთა კვლევა 6 კატეგორიადაა ჩაშლილი, დაკვირვების დრო კი 16 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით არსებულ პერიოდს მოიცავს.

საქართველოს შემთხვევაში შედეგები ასე გამოიყურება:

  • სავაჭრო ცენტრებში, კაფეებში, რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში და გასართობ პარკებში გადაადგილება შემცირებულია 67%-ით.
  • სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და ბაზრობებზე გადაადგილება შემცირებულია 36%-ით.
  • პარკებსა და სკვერებში გადაადგილება შემცირებულია 24%-ით.
  • სატრანზიტო პუნქტებში (ავტობუსების გაჩერება, მეტრო, რკინიგზა) შემცირებულია 53%-ით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი 31 მარტიდან დაწესდა, შესაბამისად, Google-ის მონაცემები აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე არსებულ სურათს ასახავს.