კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ახალი რეალობისა და ვიდეო შეხვედრებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად Gmail-ის ყველა მომხმარებელი 2021 წლის 31 მარტამდე Google Meet-ის მეშვეობით ზარებს უფასოდ განახორციელებს.
ვიდეო კონფერენციებისთვის განკუთვნილი პლატფორმის გამოყენება 2020 წლის აპრილში კიდევ უფრო გახშირდა, როდესაც პანდემიის გამო ონლაინ შეხვედრებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად გაიზარდა. ის თავიდანვე უფასო იყო Gmail-ზე დარეგისტრირებული ანგარიშებისთვის. კომპანიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ 30 სექტემბრიდან ზარებზე 60 წუთიანი ლიმიტი დაწესდებოდა. 2021 წლის 31 მარტის შემდეგ კი Google Meet-ის გამოსაყენებლად მომხმარებლებს მოუწევთ თვიურად $8-ის გადახდა.