კომპანია Google ინდოეთში ინტერნეტმომარაგების გასაუმჯობესებლად 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. უკანასკნელ წლებში ინდოეთის ონლაინ ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, რაც 700 მილიონზე მეტ ინტერნეტ მომხმარებელს მოიცავს.
The Google for India Digitization ფონდი ინდოეთის ტექნიკურ სექტორს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით დააფინანსებს. დაფინანსების პროგრამა მოიცავს ინვესტიციებს, პარტნიორობასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასევე, ფოკუსირებული იქნება რესურსების ინდურ ენაზე თარგმნასა და მიწოდებაზე. იგეგმება ხელოვნური ინტელექტის დანერგვა განათლების სექტორში, აგრონომიასა და მედიცინაში.
Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიშაი აცხადებს, რომ ეს ქმედება ასახავს ნდობას ინდოეთის ციფრული ეკონომიკის მიმართ – „ ინდოეთის ციფრული სექტორი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და უამრავ რესურსს საჭიროებს იმისთვის, რომ ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდეს მილიარდზე მეტი მოქალაქისთვის.“