„გუგლმა“ ჭკვიანი სათვალეების მწარმოებელი კანადური სტარტაპი North Inc. შეიძინა

„გუგლმა“ ჭკვიანი სათვალეების მწარმოებელი კანადური სტარტაპი North Inc. შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ოფიციალური თანხა ჯერ არ გასაჯაროებულა, რამდენიმე გამოცემა იუწყება, რომ „გუგლმა“ კომპანია 180 მილიონ დოლარად შეიძინა.

Photo Credits to North Inc.

სტარტაპი 2012 წელს, კანადაში დაარსდა. კომპანიის დამაარსებლებს ისეთი მომავალი წარმოედგინათ, რომელშიც ტექნოლოგია უჩინარი და მუდამ ხელმისაწვდომი იქნებოდა.

North Inc.-ის შეძენა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ტექნოლოგიური მომავლისაკენ, რომელსაც „გუგლი“ ქმნის. აქციონერებისთვის 2016 წელს გაგზავნილ წერილში, „გუგლის“ ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი წერდა, რომ ტექნოლოგია ოთხკუთხედ ეკრანებს აუცილებლად უნდა გასცილებოდა, ხოლო ხელოვნური ინტელექტი და დამატებითი რეალობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო.