Google კორონავირუსზე დეზინფორმაციასთან საბრძოლველად $6.5 მილიონს გაიღებს

Photo By Mitchell Luo

Google_ის ახალი განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანია 6,5 მილიონ დოლარს კორონავირუსის პანდემიის გარშემო გავრცელებული დეზინფორმაციის შესამცირებლად დახარჯავს.

თანხა გადანაწილდება ფაქტების დაზუსტებაზე, ახალი ამბების სწორ გაშუქებასა და არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსებაზე მსოფლიოს მასშტაბით.

Google თავის დაფინანსებას ასევე სტენფორდის უნივერსიტეტის სტიპენდიანტებსა და ცალკეულ ჯგუფებსაც გადასცემს, რომლებიც ჟურნალისტებს ახალ კვლევებთან წვდომისა და  დაზუსტებული ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას მისცემენ.

Google Trends-ის ყველა მონაცემზე წვდომა ჟურნალისტებს, ჟანდაცვის მუშაკებსა და სამართალდამცავ ორგანოებს ექნებათ.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არასწორი და დაუზუტებელი ინფორმაციის გამოსააშკარავებლად საჭიროა სწრაფი რეაგირება, რისთვისაც მეცნიერები, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები და ტექნოლოგიური პლატფორმებიც ერთობლივად უნდა ჩაერთონ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში Twitter-მა განაცხადა, რომ კორონავირუსის თვითნებურ მკურნალობასთან დაკავშირებულ პოსტებს, რომლებიც ექსპერტების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, ქსელიდან ამოიღებს.

პლატფორმამ ამ კვირაში უკვე გამოიყენა აღნიშნული პოლიტიკა, როდესაც ნიუ-იორკის ყოფილი მერს, ამჟამად კი ტრამპის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანს, პოსტი დაუბლოკა.