საპრეზიდენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი ტექნიკური გიგანტი შეუერთდა. Google-მა, ყალბი ინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით, გარკვეულ ზომებს მიმართა. 1-ლი სექტემბრიდან კომპანია კრძალავს ჰაკერული მასალის გამავრცელებელ საიტებსა და დეზინფორმაციის შემცველ რეკლამებს.
ახალი პოლიტიკის საშუალებით, Google რეკლამის დამკვეთებისგან იდენტიფიცირების დადასტურებას მოითხოვს. ამასთან, კომპანიას შეეძლება, გათიშოს ერთმანეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები, რომლებიც იდენტობის დამალვის გზით შეეცდებიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.
2019 წელს Google-მა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მძიმე კრიტიკა დაიმსახურა. იმავე წელს სენატის სადაზვერვო კომიტეტის მოხსენებაში მისი შვილობილი კომპანია – YouTube რუსეთის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო ორგანიზაციისთვის პროპაგანდისტულ საშუალებად დასახელდა.
ამერიკის კონგრესის განცხადებით, ტექნიკური გიგანტების როლი პოლიტიკურ სფეროსა და საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღებაში ძალიან დიდია. უნდა აღინიშნოს, რომ Google-ზე განთავსებული დეზინფორმაცია გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ნამდვილი ამბები.
საეჭვო ინფორმაციის შემოწმებასა და პოლიტიკური რეკლამების აკრძალვას აპირებს Twitter-ის და Facebookის პოლიტიკაც.
წყარო – forbes