კომპანია Google იეროგლიფების მთარგმნელ პლატფორმას სახელად Fabricius აანონსებს, რომელიც ეგვიპტური ენის გასაშიფრად მანქანურ სწავლებას, ხელოვნურ ინტელექტს, იყენებს.
პლატფორმაზე შესაძლებლობა გექნებათ, გადადგათ პირველი ნაბიჯები ეგვიპტური იეროგლიფების შესასწავლად და, ასევე, თარგმნოთ სასურველი წინადადებები. Fabricius, ასევე, განკუთვნილია მკვლევარებისთვის, პროფესიონალი ეგვიპტოლოგების, ანთროპოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის; პლატფორმა მათ იეროგლიფების გაშიფვრის პროცესს გაუმარტივებს.
ექსპერტები იდეას მიესალმებიან, თუმცა, მათი განცხადებით, ის ჯერ კიდევ დასახვეწია იმისთვის, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჩაანაცვლოს.
პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედება ემთხვევა როზეტის ქვის აღმოჩენის (1799 წლის 19 ივლისი) იუბილეს. ამ ქვის საშუალებით ექსპერტებს საშუალება მიეცათ, გაეშიფრათ ეგვიპტური იეროგლიფები.
ამჟამად Fabricius ხელმისაწვდომია ინგლისურ და არაბულ ენებზე.