გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის მიერ შექმნილმა ახალმა დანადგარმა კვანტური გამოთვლებით კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვან, ჯერ-ჯერობით მიუღწევად შედეგს მიაღწია, აღნიშული გამოთვლების გაკეთება აქამდე შექმნილ არცერთ ტრადიციულ კომპიუტერს არ შეეძლო.
დოკუმენტი, სახელწოდებით – “უზენაესი კვანტურობით, სუპერმრიცხველი პროცესორის პროგრამირება”, NASA-ს მიერ იქნა გამოქვეყნებული ორგანიზაციის ვებ-საიტზევე, თუმცა ძალიან მალე იგი წაშალეს.
ნაშრომში აღწერილი იყო თუ როგორ შეიძლება აღნიშნული მანქანის საშუალებით 200 წამში ისეთი დავალებების შესრულება, რომლის შესრულებასაც დღესდღეისობით ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი დაახლოებით 10 000 წელი მოანდომებდა.
კვანტურ კომპიუტერებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეასრულონ გაცილებით მასშტაბური დავალებები, ვიდრე ამას თანამედროვე ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერები აკეთებენ, თუმცა მათი დამზადება უზარმაზარ თანხებთან და დიდ დროსთან არის დაკავშირებული.
ტექნოლოგიური გიგანტები – IBM, Intel და Microsoft უზარმაზარ ინვესტიციებსა და რესურსებს ხარჯავენ, რათა კომპიტერული რევოლუცია მოახდინონ, რაც გავლენას იქონიებს უსაფრთხოებაზე, კომუნიკაციებზე, მედიცინასა და მეტროლოგიის განვითარებაზე.
IBM – The 53-qubit machine ( Pete Linforth | Pixabay )
Google-ის კვანტური ხელოვნური იტელექტის ლაბორატორიის დირექტორმა – ჰარმუტ ნევენმა ივნისში ჟურნალ Quanta-ს განუცხადა, რომ მათი ყველაზე მოწინავე კვანტური პროცესორი ისეთი ტემპით გაუმჯობესდა, ვიდრე ეს თეორიულადაც კი შესაძლებელი იყო.
”ისე ჩანს თითქოს, არაფერი ხდება, არაფერი ხდება და შემდეგ, უცებ სხვა სამყაროში ხარ.”
ბ-ნ ნევანმა აღნიშნა, რომ განვითარების ასეთი ტემპი თითქმის შეუძლებელი იყო, მისი თქმით, ჩვენს სამყაროში არ არსებობს ისეთი რამ, რაც ამ ტემპით იზრდება რათა შედარება გაკეთდეს.
ზოგიერთ გავლენიან გამოცემაზე დაყრდნობით, კვანტური კომპიუტერის საშუალებით დროის უკან დაბრუნება გახდება შესაძლებელი.
წყარო: Independent.co.uk