12 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება GoGreen პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპები 12-კვირიანი მუშაობის შედეგებს წარადგენენ.
„ეფეს საქართველოსა“ და Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა GoGreen, მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას. შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო 60-მდე გუნდმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9 სტარტაპი შეირჩა, რომელთა ფოკუსიც არის ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, დადებითი სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ.
მისამართი: სასტუმრო სტამბა, კოსტავას ქუჩა #14, საკონფერენციო სივრცე The Dome