როგორ არის შესაძლებელი გენეტიკურად მოდიფიცირებული თხის რძით კიბოსთან ბრძოლა?

Photo / Supplied

ბოლო წლების განმავლობაში მედიკოსები ცდილობენ, სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლისას ანტისხეულები გამოიყენონ. ადამიანის იმუნურ სისტემაში ზოგიერთ ანტისხეულს სპეციფიკური „სამიზნე“ აქვს. სწორედ ასეთ ანტისხეულებს მიეკუთვნება მონოკლონური ანტისხეულები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, განარჩიონ სიმსივნური უჯრედები ნორმალურისგან. ამიტომაც, მათი გამოყენება შესაძლებელია სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიების დროს.

დღესდღეობით მსგავსი მეთოდები გამოიყენება ძუძუს კიბოს მკურნალობისას. მიუხედავად ამისა, ტრადიციული ლაბორატორიული მეთოდები მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ პრობლემის მოგვარება მკვლევრებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული თხების დახმარებით შეძლეს. ახალი კვლევის მიხედვით, გენეტიკურად მოდიფიცირებული თხის რძე მონოკლონური ანტისხეულების დიდ რაოდენობას შეიცავს. ექსპერიმენტის დროს გამოიყენეს გენეტიკური მოდიფიკაციის ერთ-ერთი მეთოდი. სწორედ ამ მეთოდით შეიქმნა წარმატებით ცხვრის პირველი კლონიც. აღსანიშნავია, რომ რძიდან მიღებულ პროტეინებს ძლიერი თერაპიული თვისებები აღმოაჩნდათ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენის მედიცინაში დანერგვასა და ანტისხეულების ხელმისაწვდომობის ზრდას ახალი ზელანდიის რძის პროდუქტთა ინდრუსტრიის დახმარებით შეძლებენ.