#დარჩისახლში| ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს

ეროვნული კინოცენტრი, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ჩვენც ყველას სახლში გვიწევს ყოფნა, ვითარების შესამსუბუქებლად, ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს. კინოცენტრის მიერ დაგეგმილი ონლაინპრემიერა 25 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება.

,,გაბანა’’ – გიგა ბაინდურაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის ნახვასაც 25 მარტს ამ ბმულზე შეძლებთ.

კინოცენტრის წამოწყებას – #უყურექართულს – რამდენიმე რეჟისორი უკვე შეუერთდა. მაგალითად, რეჟისორებმა გიორგი თავართქილაძემ და გიგა ლიკლიკაძემ ფილმები ,,ცუდი ხალხი“ და ,,ღორი“ უკვე გახადეს ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში. დაგეგმილია ზაზა ხალვაშის ფილმის, „ნამეს“ ონლაინ-ჩვენებაც.

ეროვნული კინოცენტრი განაგრძობს მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი.

ჩვენებების განრიგს თვალი შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ადევნოთ.