გლასტონბერი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მუსიკისა და წარმოდგენების ფესტივალია. ის ყოველწლიურად ინგლისში იმართება, ღია ცის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება 50 წლის გახდა, თუმცა კორონავირუსის შედეგად შეცვლილი დღის წესრიგი მასაც შეეხო.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალი 2021 წლის ივნისში ჩატარდება. წლევანდელი გლასტონბერის ბილეთების გაყიდვა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და, მისი პოპულარობიდან გამომდინარე, 34 წუთში მთლიანად ამოიყიდა. მუსიკოსთა სიაში კი ისეთი ცნობილი მომღერლები ფიგურირებდნენ, როგორებიც ტეილორ სვიფტი, პოლ მაკარტნი და ქენდრიქ ლამარი არიან.
მსმენელებს არჩევანის თავისუფლება აქვთ – მათ შეუძლიათ, ერთი მხრივ, დაიტოვონ ბილეთები და დაესწრონ 2021 წლის ღონისძიებას, ანდაც, დააბრუნონ და კუთვნილი თანხა მიიღონ.