ჟივანშის ახალი კრეატიული დირექტორი მეთიუ უილიამსი იქნება

,,ჟივანშიმ“ დაადასტურა, რომ პარიზული მოდის სახლის ახალი კრეატიული დირექტორი მეთიუ უილიამსი იქნება. უილიამსი ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის ხაზს უხელმძღვანელებს.

Photo Credits to Getty Images

,,მე მჯერა, თანამედროვეობის მისეული ხედვა ჟივანშისთვის მშვენიერი შესაძლებლობა იქნება, რომ დაწეროს სიძლიერისა და წარმატების ახალი თავი.“ – წერს ,,ჟივანშის“ მფლობელი კომპანიის, LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი სიდნი ტოლედო.

უილიამსამდე „ჟივანშის“ ბრიტანელი დიზაინერი, კლერ უეიტ კელერი უძღვებოდა, ის მოდის სახლთან 3 წელი თანამშრომლობდა. მანვე შექმნა მეგან მარკლის საქორწინო კაბის დიზაინი 2018 წელს. უილიამსი ფიქრობს, რომ კელერის ხედვას არ გაჰყვება.