საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიები სააგენტო ახალი პროექტი შესახებ აანონსებს. ჰაკათონი “uHack სოფლის განვითარებისთვის” 2020 წლის 5-7 ივნისს გაიმართება და პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ გუნდებს იდეის განსახორციელებლად პროექტი ორგანიზატორები 20 000 ლარს გადასცემენ.
ჰაკათონის მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს გააერთიანებს.
პროექტის თემაა “დასაქმება და ტურიზმი”. ჰაკათონის მონაწილეები, მენტორების დახმარებით, 72 საათის განმავლობაში შექმნიან ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს, რომლებმაც უნდა უპასუხოს შემდეგ გამოწვევებს: როგორ დავეხმაროთ სასოფლო დასახლებებში ტურისტულ სექტორს COVID-19-თან გასამკლავებლად? როგორ შევუწყოთ ხელი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების) დასაქმებას/სამუშაო ადგილების შენარჩუნებ?
პროექტზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 26 მაისამდე გაგრძელდება.
ღონისძიება იმართება ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით. ჰაკათონის პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სოფლის და სოფლის მეურნეობის სააგენტო და Forset.